Настройки для людей с ограниченными возможностями

წესები და პირობები

კომპანია “Familia IPS” მომსახურეობების პირობები და წესები

1. განმარტებები
ქვემოთ მოყვანილი წესები, პირობები და შეზღუდვები გამოყენებული იქნებიან და ხელშეკრულებაში მოაწესრიგებენ მხარეების პასუხისმგებლობებს ტვირთების ტრანსპორტირებისას, აგრეთვე თქვენს შორის, როგორც კლიენტს და ჩვენს შორის, როგორც კომპანია “Familia IPS” გაფორმებულ დამატებით მომსახურეობებს.

ხელშეკრულების მხარეები:

1. “Familia IPS” VAT: 515594869
“Familia IPS” , „კომპანია ჩვენ“, „ჩვენი“, „ჩვენ“, „ჩვენს მიერ“ – შემდგომში აღნიშნავენ კომპანია “Familia IPS” და პირებს, რომლებიც შედიან კომპანია “Familia IPS” თანამშრომელთა ჯგუფში, ასევე პარტნიორებს, აგენტებს ან ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, რომლებსაც კავშირი აქვთ კომპანიასთან.
2. „კლიენტი“, „თქვენ“, „თქვენი“, „თქვენი კუთვნილი“, „დამკვეთი“ – შემდგომში ხელშეკრულების თანახმად აღნიშნავენ ტვირთის გამგზავნს ან/და ტვირთის მიმღებს, ასევე ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელიც უკვეთავს და იხდის ტვირთის ტრანსპორტირების საფასურს.

„ტვირთი“ -შემდგომში ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნავს: ამანათებს, ბანდეროლებს, პაკეტებს – პირად ან კომერციულ ტვირთს, რომელიც კლიენტის მიერ ჩვენდამი იქნა გადმოცემული და რომელმაც შეასრულა შეკვეთა კომპანიაში, შეთანხმებული და ჩვენს მიერ მიღებული იქნა ტრანსპორტირებისათვის ერთი მისამართიდან მეორის მიმართულებით ან რომელთან მიმართებაში ჩვენ მივიღეთ სხვა მომსახურეობების გაწევის ვალდებულება.

„ტვირთის ტრანსპორტირება“ -შემდგომში ხელშეკრულების მიხედვით აღნიშნავს და მოიცავს თავის თავში მოქმედებების და მომსახურეობების კომპლექსს, რომლებიც ჩვენს მიერ ხორციელდება ტვირთის ტრანსპორტირებასთან კავშირში, მომსახურეობები შემოფარგლულია ტვირთის მიღებით, სატვირთო გადატანით, ექსპორტ/იმპორტის საბაჟო გაფორმებით, რომლებიც ხორციელდება აუცილებლობის შემთხვევაში და ხელშეკრულების თანახმად ტვირთის მიწოდებით ბოლო მიმღებისათვის.

„სხვა მომსახურეობები“ – შემდგომში აღნიშნავენ სხვა მომსახურეობებს, რომლებიც არ წარმოადგენენ მომსახურეობებს, განკუთვნილს ტვირთის გადაზიდვისათვის რომლებსაც ჩვენ ვახორციელებთ, მოიცავს, მაგრამ არ იფარგლება, შენახვით, დაფასოებით, შეთავსებით, კონსოლიდაციით, შეფუთვით, მონტაჟით, დამატებითი მომსახურეობებით და მომსახურეობებით დაკავშირებული გადაზიდვის ორგანიზებასთან.

„აკრძალული საგნები“ – აღნიშნავს ნებისმიერ საქონელს, მასალას ან საშუალებებს, რომელთა გაგზავნა გამგზავნი ქვეყნის ან/და დანიშნულების ქვეყნის კანონებით, წესებით, დებულებებით და ინსტრუქციებით აკრძალულია, ასევე აკრძალულია სხვა ნებისმიერი ქვეყნის კანონებით, წესებით, დებულებებით და ინსტრუქციებით, რომლის ტერიტორიის გავლითაც გადაიზიდება ტვირთი.

„ინვოისი“ – შემდგომში ხელშეკრულების მიხედვით: დეკლარაციული ფინანსური დოკუმენტი, რომელიც შევსებულია კლიენტის ან/და შედგენილია კომპანიის წარმომადგენლის მიერ კლიენტის სიტყვებზე დაყრდნობით და ხელმოწერილია კლიენტის მიერ, რომელშიც მითითებულია შემდეგი ინფორმაცია: გამგზავნის და მიმღების სრული მონაცემები, ტვირთის საგნების ჩამონათვალი, მისი დანიშნულება, წონა და ტვირთის შეფასებითი ღირებულება, ასევე დოკუმენტი უჩვენებს, რომ კლიენტი გაცნობილია, გაიგო და ეთანხმება მოცემული ხელშეკრულების ყველა წესს, პირობებს და შეზღუდვებს.

2.ხელშეკრულების მხარეები

1. შემსრულებელი: “Familia IPS” VAT: 515594869
2. კლიენტი: ფიზიკური ან იურიდიული პირი

ხელშეკრულების საგანი: ურთიერთობების განსაზღვრა

კლიენტი აფორმებს ტრანსპორტირების ხელშეკრულებას ან სხვა მომსახურეობების გაწევის ხელშეკრულებას გარემოებებისდა მიხედვით კომპანია “Familia IPS”-სთან, რომელმაც მიიღო კლიენტის ტვირთი.
ხელშეკრულების თანახმად კლიენტი თანხმდება გადასცეს ტვირთი ტრანსპორტირებისათვის ან/და დამატებითი მომსახურეობების გაწევისათვის, რომლებიც დაკავშირებულია ტვირთის ან მისი ნაწილის დამუშავებასა და ტრანსპორტირებასთან ჩვენს მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად.
ტვირთის თანმხლები ინვოისის ხელმოწერით კლიენტი ასევე ადასტურებს იმას, რომ ის გაცნობილია კომპანიის ყველა წესს, პირობებს და შეზღუდვებს.

3. ხელშეკრულების საგანი

კომპანია “Familia IPS” მიერ ტვირთის ტრანსპორტირებისას, კლიენტისათვის გასაგებია და ის ღებულობს პირობებს, რომლებიც გადმოცემულია გადაზიდვის ან/და დამატებითი მომსახურეობების ხელშეკრულებაში თავისი სახელით, ასევე სხვა პირის სახელით, რომელიც შესაძლოა დაინტერესებული იყოს მოცემული ტვირთით; ან შესრულებული დამატებითი მომსახურეობებთან მიმართებაში, იმისგან დამოუკიდებლად, მოაწერა თუ არა მან ხელი გადაზიდვის ხელშეკრულებას. ჩვენი წესები და პირობები ასევე ვრცელდება ნებისმიერ სხვა ქვეკონტრაქტის საქონლის ამწყობ ორგანიზაციაზე, ტრანსპორტირებასა და მიწოდებაზე, ასევე მოთხოვნილი დამატებითი მომსახურეობების შესრულებაზე, აგრეთვე კომპანია “Familia IPS” თანამშრომლებზე. მხოლოდ კომპანია “Familia IPS” მიერ უფლებამოსილ თანამშრომელს, აგენტს ან ქვეკონტრაქტორს შეუძლია შეცვალოს ეს წესები და პირობები წერილობითი სახით და ეს ხელმოწერილი უნდა იყოს ორივე მხარის მიერ. თუ კლიენტი აგზავნის ტვირთს ან დოკუმენტს ზეპირი ან წერილობითი ინსტრუქციებით, კომპანია “Familia IPS” არ არის ვალდებული დაიცვას ინსტრუქციები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ამ პირობებს.

4. ხელშეკრულების მიზანი

4.1. თუ ჩვენს და კლიენტს შორის გაფორმდა ხელშეკრულების სხვა ტიპი, მოცემული წესები და პირობები გამოიყენებიან ხელშეკრულებაში, რომელიც გაფორმებულია კლიენტს და ჩვენს შორის ტვირთის ტრანსპორტირების ვალდებულებებთან მიმართებაში მოცემული ხელშეკრულების შესაბამისად.

4.2. ჩვენთან რაიმე სახის ხელშეკრულების გაფორმებისას, კლიენტი ეთანხმება შემდეგს: კომპანია ფლობს ექსკლუზიურ უფლებას განსაზღვროს ტვირთის ტრანსპორტირების სახეობა.
კომპანიის ექსკლუზიური უფლების მიზანია ტვირთის მიწოდების სატრანზიტო დროის ოპტიმიზაცია.
იმის გამო, რომ აეროპორტებში ტვირთების უსაფრთხოებისა და კონტროლის სამსახურები მოქმედებენ ტვირთების საჰაერო გადაზიდვების დაშვებების ან არდაშვებების გამკაცრებული კრიტერიუმებით, დამატებითი ხარჯების, აეროპორტების ტერმინალებში ტვირთების შენახვის და ჯარიმების თავიდან ასაცილებლად, თანმხლები დოკუმენტების თანახმად, კომპანია იტოვებს უფლებას შეცვალოს ნაწილობრივ ან მთლიანად ტვირთის ტრანსპორტირების სახეობა.

5. სახიფათო ტვირთები/უსაფრთხოება

5.1. ჩვენ არ გადაგვაქვს და არ ვუწევთ დამატებით მომსახურეობებს იმ ტვირთებთან მიმართებაში, რომლებიც ჩვენი შეხედულებით წარმოადგენენ ან აღიარებული არიან როგორც სახიფათო და რომლებიც მოიცავენ ყველა სხვას გარდა, ტვირთებს, რომლებიც მითითებულია: სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO), საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA),სახიფათო ტვირთების საერთაშორისო საზღვაო გადაზიდვის (IMDG), ევროპული შეთანხმება სახიფათო ტვირთების საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის (ADR), ექსპედიტორული ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIATA) სპეციფიკაციებით ან სხვა ნაციონალური ან საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით, რომლებიც არეგულირებენ სახიფათო ტვირთების გადაზიდვას ტრანსპორტით ან სხვა მომსახურეობების გაწევას სახიფათო ტვირთებთან მიმართებაში.
https://www.iata.org/en/publications/dgr

5.2. კლიენტისათვის გასაგებია, გარანტიას იძლევა და მოცემული ხელშეკრულებით, ადასტურებს, რომ ტვირთი არ შეიცავს აკრძალულ საგნებს, როგორც მითითებულია ICAO 17 დანართში ან სხვა ნაციონალურ და საერთაშორისო წესებში, რომლებიც აწესრიგებენ საავიაციო/საზღვაო უსაფრთხოებას. კლიენტმა ასევე უნდა წარმოადგინოს ტვირთის შემცველობის სრული აღწერილობა გადაზიდვის ხელშეკრულებაში (დეკლარაცია/ინვოისი) ან გადაზიდვასთან დაკავშირებულ სხვა თანმხლებ დოკუმენტებში, მაგრამ კლიენტის პასუხისმგებლობა არ იზღუდება ამ ინფორმაციის წარმოდგენასთან დაკავშირებით.
https://www.globaltrademag.com/which-items-are-prohibited-in-shipping-containers/

5.3. კომპანია “Familia IPS”მიერ გადასაზიდი და დასამუშავებელი ყველა ტვირთი, უსაფრთოების მიზნით კონტროლს ექვემდებარება საერთაშორისო ხელშეკრულებების იმ წესების, შეზღუდვების და დებულებების შესაბამისად, რომლებიც აწესრიგებენ ტვირთების ტრანსპორტირებას. ტვირთი ექვემდებარება ეკზამენაციებს და შესაძლოა X-RAY მოწყობილობის, სკანირების მოწყობილობის გამოყენებას, ასაფეთქებელი და ნარკოტიკული ნივთიერებების აღმოჩენის მიზნით, ასევე უსაფრთხოების კონტროლის სხვა მეთოდებსაც, მათ შორის ფიზიკურ დათვალიერებას. ხელშეკრულების ხელმოწერისას კლიენტისათვის გასაგებია და ეთანხმება იმას, რომ ტვირთი ექვემდებარება კონტროლს ტრანზიტის ნებისმიერ პუნქტში.

5.4. კომპანია “Familia IPS” არ ღებულობს ტვირთებს ტრანსპორტირებისათვის, რომლებიც შეიცავენ აკრძალულ საგნებს. კლიენტი ვალდებულებას იღებს არ გამოიყენოს კომპანია “Familia IPS” მიერ მიწოდებული მომსახურეობები რაიმე სახის უკანონო მიზნებისათვის. კლიენტისათვის გასაგებია და ვალდებულებას იღებს ზუსტად და სრულად მიუთითოს ინვოისში გასაგზავნი ტვირთის ირგვლივ ყველა მონაცემი, აგრეთვე სწორად მიუთითოს ტვირთის გამგზავნის და ტვირთის მიმღების საკონტაქტო ინფორმაცია. ტვირთის გამგზავნი ვალდებულია უზრუნველყოს ტვირთის ადგილების შესაფერისი შეფუთვა და მარკირება, ტვირთის თითოეული ადგილის შემცველობის აღწერა და კლასიფიცირება და ტვირთის თითოეული ადგილისათვის აუცილებელი დოკუმენტაციის დართვა (თითოეული ცალკეული შემთხვევისათვის) იმნაირად, რომ ისინი ვარგისი იყვნენ ტრანსპორტირებისათვის და შეესაბამებოდნენ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.

5.5. გაგზავნის, დანიშნულების ან ტრანზიტული ქვეყნის ხელისუფლების ორგანოებს უფლება აქვთ მოითხოვონ ინფორმაცია, რომელიც მოიცავს თქვენს პერსონალურ მონაცემებს თქვენს ტვირთთან მიმართებაში საბაჟო გაფორმების ან/და უსაფრთხოების მიზნით.

5.6. იმ შემთხვევაში, თუ კომპანია “Familia IPS”-სთვის ცნობილი გახდება, რომ კომპანია “Familia IPS” მკაფიოდ გამოხატული წერილობითი თანხმობის გარეშე გადაიზიდებოდა ტვირთი, რომლის ღირებულებაც აღემატება ინვოისში მითითებულ თანხას, მაშინ სხვა გამოყენებულ ტარიფებთან და მოსაკრებლებთან დამატებით გამოიყენება დამატებითი მოსაკრებელი მოცემული პირობების შესაბამისად გადაზიდვისათვის, რომელიც ტვირთის ღირებულების 5% ექვივალენტურია.

6. საექსპორტო კონტროლი

6.1. კლიენტი იღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას და გარანტიას იძლევა დაიცვას საექსპორტო კონტროლის სფეროში ყველა გამოყენებადი კანონები, რომლებიც მოიცავენ ამას გარდა, ნორმატიულ აქტებს, რომლებიც კრძალავენ სამხედრო პროდუქციის და სხვა სტრატეგიული საქონელით და მომსახურეობებით არასანქციონირებულ ვაჭრობას, ასევე ფინანსურ და კომერციულ ოპერაციებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, რომლებიც ახორციელებენ მოქმედებებს ქვეყნებში, საიდანაც, მათი გავლით ან მათზე შესაძლოა გადაზიდული იქნეს კლიენტის ტვირთი, ან ნორმები და წესები, რომლებიც ითვალისწინებენ პირობებს, რომელთა შესაბამისადაც გარკვეული ტექნოლოგიები, ინფორმაცია და საქონელი შეიძლება გადაზიდული იქნეს ქვეყანაში, ქვეყნიდან, მათი გავლით ან ქვეყანაზე, რომელშიც ხორციელდება გადაზიდვა.

6.2. კლიენტი კომპანია “Familia IPS”, ასევე აძლევს გარანტიას, რომ ტვირთის გამგზავნი ან/და ტვირთის მიმღები, ასევე ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლებიც უკვეთავენ და იხდიან ტვირთის ტრანსპორტირების საფასურს, არ არიან მითითებული გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სანქციების არც ერთ პროგრამაში, რეგიონალურ და ნაციონალურ პროგრამებში, რომლებიც რეალიზაციას უკეთებენ ან/და ავსებენ ასეთ პროგრამებს, ასევე რაიმე სახის ავტონომიური წესების სიებში ზემოაღნიშნული ღონისძიებების შემოღების შესახებ.

6.3. კლიენტისათვის გასაგებია, ეთანხმება და ვალდებულებას იღებს, რომ კონტროლის სამსახურის მიერ ექსპორტის ან იმპორტის ეკზამენაციისას, შესაბამის სამსახურებს პირველი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ყველა აუცილებელი დოკუმენტი და ინფორმაცია.

6.4. კლიენტისათვის გასაგებია, ეთანხმება და გარატიას იძლევა ექსპორტ/იმპორტის წესების და დებულებების დაცვის პასუხისმგებლობაზე, ასევე სერტიფიცირებაზე და სალიცენზიო მოთხოვნებზე ტვირთთან მიმართებაში, ყველა მოთხოვნილი ლიცენზიის და ნებართვის მიღებაზე, იმის უზრუნველსაყოფად, რომ მიმღები უფლებამოსილია გაგზავნის, დანიშნულების და ნებისმიერი სხვა ქვეყნის კანონებით, რომლის იურისდიქციის ქვეშ ექცევა გადასაზიდი ტვირთი.

6.5. კომპანია “Familia IPS” არ არის პასუხისმგებელი კლიენტის ან სხვა ნებისმიერი პირის წინაშე კლიენტის მოქმედების, კლიენტის მიერ კანონების, წესების და დებულებების დაუცველობაზე, რომლებიც ეხება ექსპორტ/იმპორტის კონტროლს, სანქციებს, შემზღუდავ ღონისძიებებს და აკრძალვებს.

6.6. კლიენტი თანხმდება იმას, რომ ნებისმიერი სახელმწიფო ორგანო, მათ შორის საბაჟო ორგანოები და უსაფრთხოების ორგანოები, კომპანია, ზემოთ ჩამოთვლილი ორგანოების მოთხოვნის შესაბამისად ფლობენ უფლებას ფიზიკურად დაათვალიერონ გაგზავნილი ტვირთი ტრანზიტის ნებისმიერ პუნქტში.

7. სატრანზიტო დროის და ტვირთის გადაზიდვის მარშრუტის გამოთვლა.

უქმე დღეები, სახელმწიფო დღესასწაულები და ბანკების არასამუშაო დღეები, შეფერხებები, რომლებიც გამოწვეულია საბაჟო გაფორმებით, შეფერხებები, დაკავშირებული უსაფრთხოების ადგილობრივ მოთხოვნებთან, ასევე სხვა მოვლენები არსებული ჩვენს კონტროლს მიღმა, არ არის შესული ერთი ადგილიდან მეორემდე მიწოდების სატრანზიტო დროში, რომელიც ჩვენს მიერ არის მითითებული. ტვირთის ტრანსპორტირების მარშრუტის არჩევა წარმოადგენს ექსკლუზიურად კომპანია “Familia IPS” პრეროგატივას.

8. საბაჟო გაფორმება

8.1. მოცემული ხელშეკრულებით კლიენტი ნიშნავს კომპანია “Familia IPS” თავის აგენტად საბაჟო გაფორმების თვალსაზრისით. თუ კომპანია “Familia IPS” გადასცემს ამ საქმიანობას ქვეიჯარით, მაშინ კლიენტი ამ ხელშეკრულების მეშვეობით ადასტურებს, რომ კომპანია “Familia IPS” შეუძლია დანიშნოს საბაჟო აგენტი საბაჟო გაფორმების საწარმოებლად. თუ საბაჟო ორგანოები თხოულობენ დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენას შემოტანა/გატანის საბაჟო დეკლარაციების დადასტურების მიზნით ან ჩვენს უფლებას განხორციელებული იქნეს საბაჟო გაფორმება, მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენა ხდება კლიენტის მიერ საკუთარი ხარჯით.

8.2. ამით კლიენტისათვის გასაგებია და ადასტურებს, რომ ექსპორტთან და იმპორტთან დაკავშირებული ყველა განცხადება და ყველა მონაცემი, უტყუარი და სწორია. კლიენტს ესმის და ადასტურებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ ინფორმაცია ტვირთის და მისი შემცველობის შესახებ არ არის უტყუარი, მას შეიძლება წარუდგინონ სამოქალაქო სარჩელი ან ის შეიძლება მიცემული იქნეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში, რასთანაც კავშირში მისდამი შესაძლოა გამოყენებული იქნეს სანქციები ჯარიმის სახით ან/და ტვირთის ნაწილობრივი ან მთლიანი კონფისკაცია ტვირთის შემდგომი ლიკვიდაციით, ან ტვირთის დაბრუნება (მთლიანად/ნაწილობრივ) საბაჟო ან სხვა სახელმწიფო ორგანოების გადაწყვეტილებასთან დამოკიდებულებაში ტრანზიტის ან ტვირთის მიღების ქვეყანაში. კომპანია “Familia IPS” შეუძლია ნებაყოფლობით გაუწიოს დახმარება საბაჟო გაფორმებაში ან სხვა ლოჯისტიკურ პროცედურებში. კომპანია “Familia IPS” არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს ტვირთის მფლობელს და არ აგებს პასუხს ინფორმაციაზე რომელიც შეეხება ტვირთის შემცველობას, ტვირთის შეფასებით ღირებულებას და სხვა, რომელიც მიღებულია ტვირთის გამგზავნისაგან. ყველა საბაჟო გადასახადი, სახელმწიფო მოსაკრებლები, ჯარიმები (მათი მინიჭების შემთხვევაში) განეკუთვნება კლიენტის ხარჯებს.

კლიენტი ვალდებულებას იღებს დაიცვას კომპანია პრეტენზიებისაგან, რომლებიც შეიძლება წამოყენებული იქნეს კომპანია “Familia IPS” წინააღმდეგ, საჩივრები კლიენტის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შესახებ და სხვა ხარჯები, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნას ამ ფაქტთან მიმართებაში, გვაძლევს უფლებას მოვითხოვოთ ხარჯების ანაზღაურება რომლებიც დაკავშირებულია მიწოდებულ მომსახურეობასთან.

8.3. თუ საჭიროა, რათა კომპანია “Familia IPS” გადაიხადოს რაიმე სახის გადასახადები, ბაჟი ან მოსაკრებელი ტვირთის გამგზავნის, ტვირთის მიმღების ან მესამე მხარის სახელით, გადახდის არჩეული სახე მიუთითებს იმაზე, რომ ტვირთის მიმღებმა ან მესამე მხარემ უნდა ჩაატაროს ნებისმიერი გადახდები, ან ნებისმიერი გადასახადები, ბაჟი, პირგასამტეხლოები, მოსაკრებლები ან ხარჯები, რომლებიც მართლზომიერად ან არამართლზომიერად არის დაკისრებული სახელმწიფო ორგანოების მიერ ან გაღებულია კომპანია “Familia IPS” მიერ ნებისმიერი გარემოებების შედეგად, რომლებიც მოიცავენ ტვირთის გამგზავნის ან ტვირთის მიმღების მიერ სწორი ინფორმაციის ან დოკუმენტაციის ან სხვა ნებისმიერი ნებართვების ან ლიცენზიების წარმოდგენას, რომლებიც მოთხოვნილია გადაზიდვასთან დაკავშირებით, ტვირთის გამგზავნი სოლიდარულად აგებს პასუხს ტვირთის მიმღებთან და მესამე პირთან ერთად და ასევე ინდივიდუალურად აგებს პასუხს ასეთი თანხების გადახდაზე. ყოველ შემთხვევაში, როდესაც გადახდის არჩეული მეთოდი ითვალისწინებს ანგარიშის მიმართვას გადახდაზე თავდაპირველად ტვირთის მიმღების მისამართით ან კომპანია “Familia IPS”მესამე პირზე წინასწარ (ტვირთის გამგზავნის სახელშეკრულებო პასუხისმგებლობის შეუზღუდავად გადახდების განხორციელებისათვის) მოითხოვს შესაბამისი თანხის გადახდას ტვირთის მიმღებისაგან ან მესამე მხარისაგან. იმ შემთხვევაში, თუ მითითებული თანხა არ იქნება დაუყოვნებლივ სრულად დაფარული კომპანია “Familia IPS” სთვის ნებისმიერი ზემოაღნიშნული მხარის მიერ, მოცემული თანხა ექვემდებარება გადახდას ტვირთის გამგზავნის მიერ პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე. ნებისმიერ სხვა შემთხვევებში ტვირთის გამგზავნი მოცემულით იღებს პასუხისმგებლობას გადაიხადოს კომპანია “Familia IPS” მითითებული თანხები პირველი მოთხოვნისთანავე. კომპანია “Familia IPS” არ არის ვალდებული ცალ-ცალკე გადაახდევინოს გადასახადი ტვირთის მიმღებს ან ნებისმიერ მესამე მხარეს.

8.4. კომპანია “Familia IPS” მიმართავს ყველა აუცილებელ ძალისხმევას ტვირთის საბაჟო გაფორმების პროცედურის ოპტიმიზაციისათვის, თუმცა არ შეუძლია იყოს პასუხისმგებელი შეფერხებაზე, დანაკარგზე და ზარალზე, რომელიც მოხდა საბაჟო ან სხვა სახელმწიფო ორგანოების მოქმედებების შედეგად.

9. მიწოდება

კომპანია “Familia IPS” ახორციელებს ტვირთის მიწოდებას ტვირთის მიმღებისადმი ან სხვა პირისადმი, რომელსაც კომპანიის შეფასებით გააჩნია უფლებამოსილება ტვირთის მიღებაზე ტვირთის მიმღების სახელით (მაგალითად, პირები, რომლებიც იმყოფებიან ერთ შენობაში ტვირთის მიმღებთან ერთად). თუ ასეთი პირი მიუღწეველია, მაშინ ტვირთი შეიძლება დატოვებული იქნეს ტვირთის მიმღების საფოსტო ყუთში (თუ გამოყენებადია), მიეწოდათ მეზობლებს, თუ ტვირთის გამგზავნმა გამორიცხა მიწოდების ასეთი მეთოდი შესაბამისი დამატებითი მომსახურეობის გამოყენების გზით. ტვირთის მიმღები ინფორმირებული უნდა იყოს მიწოდების ნებისმიერი ალტერნატიული მეთოდების შესახებ (ან გადამისამართება).
წინა სექციაში გადმოცემულისაგან დამოუკიდებლად, თუ სხვა რამ არ არის შეთანხმებული ტვირთის გამგზავნთან, კომპანია “Familia IPS” შეიძლება გამოიყენოს მიწოდების ნებისმიერი ალტერნატიული მეთოდი, რომელიც არჩეულია ტვირთის მიმღების მიერ კომპანიის პირობების შესაბამისად და ნებისმიერი სხვა შეთახმებით კომპანია “Familia IPS” და ტვირთის მიმღებს შორის. მიწოდების ასეთი ალტერნატიული მეთოდები მოიცავენ შეზღუდვის გარეშე ტვირთის მიწოდების გადამისამართებას ალტერნატიულ მისამართზე, ნებართვას მძღოლისადმი დატოვოს ტვირთი ტვირთის მიმღების შენობაში, ტვირთის გამგზავნის მიერ არჩეული სერვისის სახეობის ცვლილებაზე, ან მიწოდების ვადის ცვლილებაზე. ტვირთის გამგზავნი ასევე ეთანხმება იმას, რომ ტვირთის მიმღებს შეუძლია მიიღოს ინფორმაცია მიწოდების შესახებ ტვირთთან მიმართებაში. ტვირთის გამგზავნი პირდაპირ აცხადებს უარს პრეტენზიებისადმი კომპანია “Familia IPS” მიმართ, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნან იმასთან დაკავშირებით, რომ კომპანია ხელმძღვანელობს ნებისმიერ ისეთ ინსტრუქციებს, რომლებიც წარმოდგენილია ტვირთის მიმღების მიერ. კომპანიას უფლება აქვს გამოიყენოს ელექტრონული მოწყობილობები მიწოდების დადასტურების მისაღებად, ხოლო ტვირთის გამგზავნი ეთანხმება იმას, რომ კომპანია “Familia IPS” მიმართ არ შეიძლება პრეტენზიების წაყენება მხოლოდ და მხოლოდ იმის საფუძველზე, რომ ტვირთის მიწოდება დასტურდება ტვირთის მიმღების ხელმოწერის ამონაბეჭდით, მიღებული და შენახული ელექტრონული ფორმით.
იმ შეთხვევების გარდა, როდესაც ნაციონალური კანონმდებლობის კონვენციური წესები ან სხვა იმპერატიული ნორმები ითვალისწინებენ სხვას, კომპანია “Familia IPS” ნებისმიერ გარემოებებში არ აგებს პასუხს გადაზიდვის შეჩერებაზე, გადამისამართებაზე (სხვა ტვირთის მიმღებს ან სხვა მისამართზე, განსხვავებულს იმისაგან რაც მითითებულია ზედნადებში) ან ტვირთის დაბრუნებაზე ტვირთის გამგზავნისადმი და იმ შემთხვევაში, როდესაც კომპანია “Familia IPS” აწარმოებს ძალისხმევებს, მაგრამ არ შეუძლია განახორციელოს მითითებული მოქმედებები, კომპანია “Familia IPS” არ აგებს პასუხს ამით გამოწვეულ ნებისმიერ ზარალზე.

10. კლიენტის ვალდებულებები

კლიენტი გარანტიას იძლევა შემდეგზე:
– ტვირთის შემცველობა (მოიცავს მოცემულ შემთხვევაში მაგრამ არ შემოიფარგლება წონით ან საგნების რაოდენობით, რომლებიც დაკავშირებულია კლიენტის ტვირთთან) შეესაბამება აღწერას და ინვოისს, ტვირთის შემცველობა სწორად იქნა მარკირებული და მარკირება სწორად იქნა დამაგრებული კლიენტის მიერ გამოსაჩენ ადგილას, ტვირთის შეფუთვის გარე ზედაპირზე იმდაგვარად, რომ ის ადვილად იყოს შესამჩნევი; კლიენტი გარანტიას იძლევა, რომ ყველა ტვირთი, რომელიც გადაცემულია გადაზიდვისათვის მოცემული პირობების შესაბამისად, შეესაბამება საერთაშორისო შეზღუდვებს.
– ტვირთის გამგზავნმა ზუსტად და სრულად უნდა მიუთითოს ყველა მონაცემი, რომლებიც ინვოისში და ზედდებულშია შეტანილი, სწორად მიუთითოს ტვირთის გამგზავნის და ტვირთის მიმღების საკონტაქტო ინფორმაცია. ტვირთის გამგზავნმა უნდა უზრუნველყოს ტვირთის ადგილების სათანადო შეფუთვა და მარკირება, ტვირთის თითოეული ადგილის შემცველობის კლასიფიცირება და აღწერა და აუცილებელი დოკუმენტაციის დართვა ტვირთის თითოეული ადგილისათვის (თითოეულ ცალკეულ შემთხვევაში) იმდაგვარად, რომ ისინი ვარგისი იყვნენ ტრანსპორტირებისათვის და შეესაბამებოდნენ ცნობარის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნებს.
– ტვირთის შემცველობა მომზადებულია, ასევე საიმედოდ და აკურატულად არის შეფუთული იმ მიზნით, რათა დაცული იყოს ჩვეულებრივი რისკებისაგან ტრანსპორტირებისას, დახარისხებისას ან/და ტვირთის დამუშავებისას.
– კლიენტმა ზუსტად მიუთითა ტვირთის წონა და წარუდგენს სპეციალურ მოწყობილობას მისი დატვირთვისათვის ან გადმოტვირთვისათვის კომპანია “Familia IPS” სატრანსპორტო საშუალებიდან.
– ტვირთის შემცველობა შეზღუდულია IATA, ICAO, IMDG, FIATA, ADR წესებით, ნებართვებით ან აკრძალვებით, ასევე საბაჟოს და სხვა სახელმწიფო სამსახურების აკრძალვითი დადგენილებებით როგორც ტვირთის გაგზავნის ქვეყანაში, ასევე ტვირთის მიღების ქვეყანაში, აგრეთვე ტვირთის ტრანსპორტირების სრული გზის მანძილზე სატრანზიტო ქვეყნების გავლით.

11. ინფორმაციის დაცვა

11.1.1. კომპანია “Familia IPS” უფლება აქვს დაამუშაოს ტვირთის გამგზავნის ან ტვირთის მიმღების მიერ მიწოდებული პერსონალური მონაცემები და იტოვებს ექსკლუზიურ უფლებას გადასცეს ასეთი მონაცემები “Familia IPS” ჯგუფის სხვა კომპანიებს და ქვეკონტრაქტორებს, მათ შორის სხვა ქვეყნებშიც, რომლებსაც შეუძლიათ გააჩნდეთ ინფორმაციის დაცვის დონე, რომელიც განსხვავდება ასეთი დონისაგან ქვეყანაში, სადაც ტვირთის გამგზავნმა გადასცა ტვირთი კომპანია “Familia IPS” და დაამუშაოს ისინი იქ იმ შემთხვევებში და იმ ზომით, რომელშიც მონაცემების ასეთი გადაცემა და დამუშავება საჭიროა შეთანხმებული მომსახურეობების გასაწევად ტვირთის მისაწოდებლად.
ტვირთის გამგზავნი გარანტიას იძლევა, რომ მან მიიღო პერსონალური მონაცემები, რომლებიც ტვირთის გამგზავნმა მიაწოდა კომპანია “Familia IPS” გადაზიდვის გამსახორციელებლად კანონიერი გზით, უფლებამოსილია წარუდგინოს ასეთი მონაცემები კომპანია “Familia IPS” იმ შემთხვევებში და იმ ზომით, რომელშიც მონაცემების ასეთი გადაცემა და დამუშავება საჭიროა შეთანხმებული მომსახურეობების გასაწევად ტვირთის მისაწოდებლად და მიიღო ინფორმაცია და სპეციალური თანხმობა ასეთი ტვირთის მიმღებისაგან იმის შესახებ, რომ კომპანია “Familia IPS” შეუძლია გაუგზავნოს ტვირთის მიმღებს ელექტრონული და სხვა შეტყობინება, რომელიც დაკავშირებულია ტვირთის მიწოდების შეთანხმებულ მომსახურეობებთან.
კომპანია “Familia IPS” იყენებს ტვირთის გამგზავნის მიერ მიწოდებულ პერსონალურ მონაცემებს კონფიდენციალურობის შესახებ შენიშვნის შესაბამისად.
ამას გარდა, ტვირთის გამგზავნი გარანტიას იძლევა, რომ მან მიიღო ინფორმაცია და სპეციალური თანხმობა ტვირთის მიმღებისაგან იმის შესახებ, რომ კომპანია “Familia IPS” შეუძლია გამოიყენოს ტვირთის მიმღების პერსონალური მონაცემები ზემოაღნიშნული კონფიდენცილურობის შენიშვნის შესაბამისად იმ რედაქციით, რომელიც მოქმედებს ტვირთის გაგზავნის თარიღისათვის, სხვაგვარად გამოყენების თაობაზე, რაც ზემოთ არის მითითებული.

11.1.2. ქვემოთ მოცემული დებულებების გათვალისწინებით რომლებიც შეესაბამებოდნენ ცნობარის მოთხოვნებს, კომპანია “Familia IPS” პასუხისმგებლობა ნებისმიერი დსანაკარგისათვის, დაზიანებისა ან შეფერხებისათვის ტრანსპორტირების დროს შეზღუდულია შემდეგნაირად:

11.1.3. თუ ტვირთის/ამანათის გადაზიდვა მთლიანად ან ნაწილობრივ ხორციელდება საჰაერო გზით და გადაზიდვის საბოლოო პუნქტი ან შეჩერება გზაში უწევს იმ ქვეყანაზე, რომელიც არ წარმოადგენს გადაზიდვის დაწყების ქვეყანას საჰაერო გზით, გამოიყენება 1929 წლის ვარშავის კონვენციის დებულებები (შესწორებებით, შეტანილი 1955 წლის ჰააგის პროტოკოლით) მონრეალის N4 კონვენციით (1975წ) ან მონრეალის 1999 წლის კონვენციით. ეს საერთაშორისო ხელშეკრულებები აწესრიგებენ და ზღუდავენ პასუხისმგებლობას დანაკარგზე, დაზიანებასა და თქვენი ტვირთის არათანადროულ მიწოდებაზე 19 სპეციალური სესხების უფლებით 1 კგ ტვირთზე.

11.1.4. კომპანია “Familia IPS” არ აგებს პასუხს იმ რისკებზე, რომლებიც დაკავშირებულია ვალუტის გაცვლასთან.

11.1.5. კომპანია “Familia IPS” არ აგებს პასუხს ნებისმიერი არაკეთილსინდისიერი ან თაღლითური ქმედებებისათვის, რომელიც ხორციელდება მიმღების სახელით და რომელიც მოიცავს მაგრამ არ იზღუდება ამით, ყალბი კუპიურებით ან ყალბი ჩეკით გადახდა, რომლის დაფარვაზე მოგვიანებით უარი ეთქვა ან ჩეკებით, რომლებიც მიმღების მიერ არასწორად იყო შევსებული.

11.1.6. ვარშავის კონვენციის ამ ნაციონალური კანონმდებლობის ნორმების გამოყენების შემთხვევაში, რომლებსაც მოქმედებაში მოჰყავთ ან აღიარებენ მითითებული კონვენციების აუცილებლობას (სიმოკლისათვის შემდგომში წოდებული როგორც კონვენციური წესები) ან შემთხვევაში (და ნაწილში) ნაციონალური კანონმდებლობის სხვა იმპერატიული ნორმების გამოყენება, კომპანია “Familia IPS” პასუხსიმგებლობა ექვემდებარება განსაზღვრას, ხოლო მისი ზომა შეზღუდვას მითითებული გამოყენებადი წესების შესაბამისად.

11.1.7. იმ შემთხვევაში, თუ კონვენციური წესები ან ნაციონალური კანონმდებლობის სხვა იმპერატიული ნორმები არ გამოიყენება, კომპანია “Familia IPS” პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ მოქმედებისათვის, რომელიც ჩადენილია გონივრული ზრუნვის და სათანადო პროფესიონალიზმის არარსებობისას, მხოლოდ და მხოლოდ მოცემული პირობების საფუძველზე. იმ დონით, რომელშიც ეს დაიშვება გამოყენებადი უფლებით, კომპანია “Familia IPS” ასეთი პასუხისმგებლობის ზომა შემოიფარგლება დამტკიცებული ზარალის სიდიდთ და არ აღემატება 80$ ერთი ტვირთისათვის იმ შემთხვევების გარდა, როდესაც ტვირთის დიდი ღირებულება მითითებული იქნა გამგზავნის მიერ ქვემოთ მოცემული პუნქტის შესაბამისად

11.1.8. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც კონვენციური წესები ან ნაციონალური კანონმდებლობის სხვა იმპერატიული ნორმები სხვას ითვალისწინებენ, კომპანია “Familia IPS” არ აგებს პასუხს მხოლოდ და მხოლოდ ფინანსური ზარალისათვის, ისეთები როგორიცაა ალტერნატიული ტრანსპორტირების საფასური, ხელიდან გაშვებული მოგება, სასურველი სამეურნეო შესაძლებლობის დაკარგვა ან შემოსავლები, რომლებიც არ იქნა მიღებული ტვირთის გამოუყენებლობის გამო, გამოწვეული ნებისმიერი დანაკარგით, ტვირთის ან ტვირთის ადგილის დაზიანებით ან მისი მიწოდების ვადის გადაცილებით, იმისაგან დამოუკიდებლად, იყო თუ არა გამოცხადებული ასეთი ტვირთის საფასური

11.1.9 პუნქტის შესაბამისად. კომპანია “Familia IPS” არ აგებს პასუხს ნებისმიერი შეფუთვის დაკარგვასა თუ დაზიანებაზე. ასეთ შემთხვევებში, როდესაც გამოიყენება ამა თუ იმ დონის კონვენცია, გამოიყენებიან ასევე ნაციონალური კანონმდებლობის სხვა აუცილებელი ნორმები, კომპანია “Familia IPS” პასუხისმგებლობა წესრიგდება და შემოიფარგლება გამოყენებადი წესების შესაბამისად.

11.1.10 თუ რაიმე წესი ან პირობა გამოცხადდება ძალადაკარგულად ან არბ გააჩნია სასარჩელო ძალა, ასეთი გადაწყვეტილება არ იმოქმედებს მოცემული ხელშეკრულების სხვა პირობებზე, რომლებიც ძალაში რჩებიან.
ყველა გამოყენებადი კონვენციების შესაბამისად, დავები, რომლებიც წარმოიქმნებიან მოცემულ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, განიხილება იმ ქვეყნის სასამართლოს მიერ, რომელშიც იმყოფება ჩვენი კომპანია, კომპანია “Familia IPS” უახლოესი განყოფილება ან წარმომადგენელი, რომელმაც თავდაპირველად მიიღო ტვირთი ან გასწია მოთხოვნილი მომსახურეობები.

12. პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლება

12.1. კომპანია “Familia IPS” არ აგებს პასუხს რაიმე ირიბი სახის დანაკარგებისა ან ზარალისათვის (შემოსავლის, მოგების, გასაღების ბაზრების, რეპუტაციის, შესაძლებლობების დაკარგვა და სხვა), მაშინაც კი როდესაც მან იცოდა, რომ ასეთი დანაკარგი შესაძლოა წარმოიქმნას, ასევე სხვა ირიბი, განსაკუთრებული ან დაკავშირებული სხვა ფაქტორებთან ერთად ხელშეკრულების პირობების დარღვევასთან, მოქმედებებში დაუდევრობის, გაუფრთხილებლობის ან განზრახვის არსებობით.
12.2. კომპანია “Familia IPS” არ აგებს პასუხს რაიმე ვალდებულებების არ შესრულების გამო, რომლებსაც ადგილი ჰქონდათ შემდგომში:
• სტიქიური უბედურებები: მიწისძვრები, ციკლონები, წყალდიდობები, ხანძრები, ეპიდემიები, ნისლი, დიდთოვლობა ან ყინვები;
• ფორს-მაჟორული გარემოებები, რომლებიც მოიცავენ (სხვა დანარჩენის გარდა): ომები, კატასტროფები, გაფიცვები, ემბარგო, ადგილობრივი კონფლიქტები, რისკები, რომლებიც დამახასიათებელია საჰაერო გადაზიდვებისათვის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები და სხვა;
• შეფერხება ადგილობრივი ან ნაციონალური საჰაერო და სახმელეთო ქსელების მუშაობაში, ტექნიკური გაუმართაოებები ტრანსპორტზე და მოწყობილობებში;
• ტვირთის შემცველობის ფარული დანაკლისი ან საწარმოო დეფექტები;
• მესამე პირების დანაშაულებრივი ქმედებები, როგორებიცაა ძარცვა და ხანძრის გაჩენა;

12.2.2. მესამე პირების მიერ მოქმედების ან უმოქმედობის ჩადენა, როგორებიცაა:
• თუ კლიენტი (ან სხვა ნებისმიერი მხარე, რომელიც აცხადებს ტვირთზე საკუთარ დაინტერესებას და რომელიც აიძულებს კლიენტს არ დაიცვას ხელშეკრულების პირობები) არ ასრულებს საკუთარ ვალდებულებებს მოცემული წესების და პირობების შესაბამისად, ასევე არ იცავს გარანტიებს, გადმოცემული პუნქტში კლიენტის ვალდებულებების შესახებ „კომპანია “Familia IPS” წესები და პირობები“ ტვირთთან დაკავშირებით.
• საბაჟო ორგანოების, აეროპორტების ან სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენელი პირების ნებისმიერი ქმედება ან უმოქმედობა.

12.2.3. თუ ამანათის შემცველობა ან მისი ნაწილი შეტანილია აკრძალული საგნების სიაში, მაშინაც კი როდესაც ამანათი შეცდომით იქნა მიღებული გადაზიდვისათვის.

12.2.4. „კომპანია “Familia IPS”-ის უარი, აწარმოოს რაიმე სახის უკანონო გადახდები კლიენტის სახელით.

12.2.5. შესაბამისად, ჩვენ არ წარმოვადგენთ რეგულარულ გადამზიდავებს და არ ვიღებთ ჩვენს თავზე რეგულარული გადამზიდავების პასუხისმგებლობას.

13. დავების განხილვის წესი

შეტყობინება ყველა პრეტენზიის შესახებ „კომპანია “Familia IPS” მიმართ ხორციელდება წერილობითი ფორმით და გონივრულ ვადებში, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში არა უგვიანეს 14 დღისა ტვირთის მიღების მომენტიდან ზარალის შემთხვევაში, რომელიც მიადგა ტვირთს (მოიცავს მის ნაწილობრივ დანაკარგს), ხოლო დაკარგვის შემთხვევაში – 90 დღის განმავლობაში, მომენტიდან, როდესაც ცნობარის თანახმად ტვირთი გადაეცა „კომპანია “Familia IPS” ტრანსპორტირებისათვის, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სხვა რამ არის გათვალისწინებული კონვენციური წესებით და ნაციონალური კანონმდებლობის სხვა იმპერატიული ნორმებით. ამას გარდა, ყველა პრეტენზია „კომპანია “Familia IPS” მიმართ ნებისმიერ ტვირთთან დაკავშირებით განისაზღვრება და შემოიფარგლება სიძველის ვადით, იმ შემთხვევების გარდა, როდესაც სასამართლო წარმოება ინიცირებულია და წერილობითი შეტყობინება ასეთი სასამართლო წარმოების შესახებ გადაცემულია „კომპანია “Familia IPS”-სადმი ექვსი თვის მანძილზე შესაბამისი ტვირთის მიღების შემდეგ ან გამოყენებადია შემთხვევებისადმი, როდესაც ტვირთი არ იქნა მიღებული, ექვსი თვის განმავლობაში იმ თარიღიდან, როდესაც ტვირთი უნდა ყოფილიყო მიწოდებული. აღნიშნული დებულება არ მოქმედებს უფლებებზე, რომლებსაც შეიძლება ფლობდეს ტვირთის გამგზავნი კონვენციური წესების ან ნაციონალური კანონმდებლობის სხვა იმპერატიული ნორმების თანახმად.
„კომპანია “Familia IPS” ჩათვლის, რომ ტვირთი მიწოდებული იქნა კარგ მდგომარეობაში, თუ ტვირთის მიმღები არ აღმოაჩენს მასზე გარე დაზიანებას და არ მიუთითებს ზედნადებში საწინააღმდეგოს ტვირთის მიღებისას. პრეტენზიების გამნსახილველად აუცილებელია, რათა „კომპანია “Familia IPS” წარედგინოს ამანათის შემცველობა და ორიგინალური შეფუთვა დათვალიერებისათვის.
პრეტენზიების წარმოქმნის შემთხვევაში ამანათი არ უნდა იქნეს მიღებული ტვირთის მიმღების მიერ და უნდა დაბრუნებული იქნეს კომპანიის წარმომადგენლის მიერ განმანაწილებელ საწყობში დამოუკიდებელი ექსპერტიზის ჩასატარებლად.
ამანათი/ტვირთი არ შეიძლება ჩაითვალოს დაკარგულად როგორც მინიმუმ 60 დღის განმავლობაში მიუწოდებლობის შეტყობინების თარიღიდან. „კომპანია “Familia IPS” შეუძლია შეამციროს ეს ვადა, კლიენტთან ამ ვადის შემცირების შეთანხმებაზე ხელმოწერის მეშვეობით.

14. პრეტენზიები მესამე პირების მხრიდან

კლიენტი გარანტიას იძლევა, რომ არ დაუშვებს, რათა ტვირთით დაინტერესებულმა მესამე პირებმა ჩვენ წამოგვიყენონ ტვირთთან დაკავშირებული პრეტენზიები, ან აღძრან სასამართლოში საქმეები ჩვენს წინააღმდეგ, მაშინაც კი თუ ისინი განსაზღვრული იქნენ როგორც „კომპანია “Familia IPS” დაუდევრობები და თუ მაინც პრეტენზიას ექნება ადგილი, კლიენტი ვალდებულებას იღებს აიღოს თავის თავზე ყველა ხარჯი, რომლებიც დაკავშირებული იქნება შედეგებთან.

15. ტარიფები და გადახდა

15.1. კლიენტი თანხმდება გადაიხადოს ჩვენი ტარიფები (მოიცავს ნებისმიერ სხვა დამატებით გადასახადებს, რომლებიც ტვირთთანაა დაკავშირებული) გადაზიდვისათვის გადაზიდვის ხელშეკრულებაში მითითებულ პუნქტებს შორის ან სხვა მომსახურეობებს, რომლებიც გასწია „კომპანია “Familia IPS” შესაბამის გადასახადთან ერთად დამატებულ ღირებულებაზე, თუ ასეთ ფაქტს ექნა ადგილი, 15 დღის განმავლობაში ანგარიშის წარდგენის თარიღიდან ყოველგვარი გამოქვითვების, ფასდაკლებების, შემხვედრი მოთხოვნების და გამოქვითვის ნებისმიერი სხვა სახის გარეშე.

15.2. სატრანსპორტო ტარიფები ან ტარიფები, დაკავშირებული დამატებით მომსახურეობებთან, გამოითვლება ტარიფების შესაბამისად, რომლებიც გამოყენებადია კლიენტის გადაზიდვასთან, ტარიფების შესაბამისად, რომლებიც დადგენილი იქნა მასთან ცალკე ან გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად. „კომპანია “Familia IPS” ტარიფები ძალაშია შეკვეთის გაგზავნის მომენტიდან 5 სამუშაო დღის განმავლობაში, მათი მოძიება შესაძლებელია კომპანიის საინფორმაციო ცენტრში (Call-Centre).

15.3. ტარიფები და სხვა მომსახურეობები გადაზიდვასთან დაკავშირებით განსაზღვრულია ხელშეკრულებასთან არსებულ დანართში და იმ შემთხვევაში, როდესაც არ ხდება მათი გადახდა ტვირთის გაგზავნამდე, უნდა გადახდილი იყოს ანგარიშის მიღებიდან 7 დღის განმავლობაში ან ისეთ სხვა პერიოდში, რომელიც წერილობითი სახით შეთანხმებული იქნება ტვირთის გამგზავნთან და „კომპანია “Familia IPS”.
„კომპანია “Familia IPS” უფლება აქვს შეამოწმოს ტვირთების ფაქტიური ან/და მოცულობითი წონა და გაცხადებულ წონასთან შედარებით გაზრდილის შემთხვევაში, წარმოადგინოს ანგარიშები რეალურად არსებული წონის საფუძველზე. თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, განსახილველი საკითხის მიზნებისათვის ანგარიში ჩაითვლება მიღებულად სამი დღის შემდეგ მისი წარმოდგენის თარიღიდან.

15.4. ყველა ბაჟი იმპორტზე, გადასახადი დამატებულ ღირებულებაზე და ყველა სხვა მოსაკრებლები, რომლებითაც იბეგრება ამანათები დანიშნულების ქვეყანაში, დაუყოვნებლივ გადაიხდება მიმღების მიერ კომპანიის პირველი მოთხოვნისამებრ. მიმღების მიერ გადახდაზე უარის შემთხვევაში, ტვირთის გამგზავნი ვალდებულებას იღებს აწარმოოს ყველა გადახდის დაფარვა სრული მოცულობით 48 საათის განმავლობაში ექსპრეს შეტყობინების მიღების დღიდან იმის შესახებ, რომ მიმღებმა გადახდაზე უარი განაცხადა,

15.5. კლიენტისადმი მიწოდებული, კარებიდან კარებამდე მიწოდების ტარიფები მოიცავენ საბაჟო გაფორმების გამარტივებულ წესს. „კომპანია “Familia IPS” იტოვებს უფლებას ამოიღოს დამატებითი გასამრჯელო დამატებითი საბაჟო მოქმედებების შემთხვევაში ტვირთთან დაკავშირებით, რომელიც მოითხოვს დამატებით დროებით და ადმინისტრაციულ ხარჯებს.

15.6. ზოგიერთ ქვეყნებში შესაძლოა გამოყენებული იქნეს დამატებითი ბაჟი, დაკავშირებული რთულ საბაჟო ოპერაციებთან, რომლებიც მოიცავენ სხვის გარდა ტვირთს, რომელიც მოითხოვს:

15.6.1. საბაჟო მოქმედებები სამზე მეტი დასახელების საქონელთან მიმართებაში;
15.6.2. საბაჟო ვალდებულებები ან საგნების მიწოდების აუცილებლობა საბაჟო ვალდებულებების მიხედვით;
15.6.3. დროებით შეღავათები საქონლის შემოტანაზე;
15.6.4. საბაჟო წარმომადგენლობა, რომელიც მოითხოვს ხელისუფლების სახელმწიფო ორგანოების მონაწილეობას საბაჟო ორგანოების გარდა.
რიგ ქვეყნებში, „კომპანია “Familia IPS” შეუძლია აწარმოოს საავანსო საბაჟო გადახდები იმპორტიორის სახელით, გადახდები იმპორტული ბაჟის ან სხვა გადასახადების მიხედვით და იმ შემთხვევაში, როდესაც ეს მომსახურეობა შეიცავს ადგილობრივ ადმინისტრაციულ მოსაკრებელს, ანგარიში მასზე წარედგინება მიმღებს ან მიმღების უარის შემთხვევაში, ანგარიში წარედგინება კლიენტ-გამგზავნს.

15.7. კლიენტს შეუძლია მისცეს ანგარიშების წარდგენის სპეციალური ინსტრუქციები ან შეათანხმოს მიმღებთან ან მესამე მხარესთან ის, რომ ის გადაიხდის გადაზიდვის საფასურს, ასევე სხვა გადასახადებს, დამატებით მოსაკრებლებს, ჯარიმებს და სხვა, რომლებიც შესაძლოა წარმოიქმნან გადაზიდვასთან დაკავშირებით. თუ ტვირთის მიმღები ან სხვა მხარე უარს აცხადებენ გადაზიდვის საფასურის გადახდაზე, კლიენტი ვალდებულებას იღებს გადაიხადოს ამასთან დაკავშირებით ყველა ხარჯი 48 საათის განმავლობაში მიმღების მიერ გადახდაზე უარის თქმის შეტყობინების მომენტიდან.

15.8. „კომპანია “Familia IPS” მიერ წარდგენილი ანგარიში გაწეული მომსახურეობების შესახებ, არ მოიცავს მიწოდების დადასტურების ასლს (რომელიც შეთანხმების თანახმად შესაძლოა წარმოდგენილი იქნეს ელექტრონული სახით) ან სხვა დამატებით დოკუმენტებს.

15.9. „კომპანია “Familia IPS” შეუძლია გააგზავნოს ანგარიში მიწოდებული მომსახურეობებისათვის ელექტრონული ფორმით ხელშეკრულების თანახმად, ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, რომელიც კლიენტის მიერ არის ხელმოწერილი. თუ დამკვეთი მოითხოვს ანგარიშს დოკუმენტის სახით, „კომპანია “Familia IPS” იტოვებს უფლებას ამოიღოს ადმინისტრაციული მოსაკრებელი ამ მომსახურეობის გაწევისათვის.

15.10. გაწეული მომსახურეობებისათვის „კომპანია “Familia IPS” მიერ წარდგენილი ანგარიში უნდა გადახდილი იქნეს ანგარიშში მითითებული ვალუტით და თუ ეს არ არის მითითებული, მაშინ ადგილობრივი ვალუტით გაცვლითი კურსის შესაბამისად, რომელიც მითითებულია „კომპანია “Familia IPS” მიერ.

15.11. „კომპანია “Familia IPS” იტოვებს უფლებას ნებისმიერი მოწოდებისათვის, რომელიც განხორციელებული იქნა „კომპანია “Familia IPS” მეშვეობით დროის განსაზღვრულ მომენტში და დაქვითოს გაყიდვიდან მიღებული თანხიდან, ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც კლიენტს მართებს „კომპანია “Familia IPS” სათვის.

15.12. კლიენტი პასუხს აგებს ყველა გადასახადის და სხვა ხარჯების დაფარვაზე, რომელიც მოიცავს საგერბო მოსაკრებლებს, გამოყენებადი გადაზიდვის ან სხვა მომსახურეობებთან დამოკიდებულებაში, ასევე დოკუმენტების გაცემასთან კავშირში, რომელიც მოიცავს სატრანსპორტო ზედნადებს

ამანათების მართვის პანელი

ისრაელში საწყობზე

საბაჟო გაფორმება

გზაშია

მიმღების ქვეყანაში
ჩასვლა

მიმღების ქვეყანაში
საბაჟო გაფორმება

განაწილების საწყობში

მიტანილია

კურიერის გამოძახება

    სახელი

    ელ.ფოსტა

    ტელეფონი

    ქალაქი

    თქვენი შეტყობინება

    Authorization
    *
    *
    Registration
    *
    *
    *
    Password generation